პარტიის ,,ევროპული საქართველო’’ წარმომადგენელმა საკრებულოში გიორგი გაბაშვილმა ბრიფინგი გამართა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკრებულოს სხდომაზე დედაქალქის მთავრობას კახი კალაძის ნაცვლად ვიცე-მერობის კანდიდატი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.
გაბაშვილის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერის გამოუცხადებლობა იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობის წევრების კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეკითხვებზე კახა კალაძეს პასუხები არ გააჩნია.